ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება

Primetime.ge 2 კვირის წინ 14
ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება
აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებულის საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე.მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე.„მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების პროგრამები ხარისხობრივად უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია