ლევან მახაშვილი უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის დარეგულირებაზე: ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ლევან მახაშვილი უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის დარეგულირებაზე: ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი
 ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის კანონმდებლობით დარეგულირებას გულისხმობს.მისი თქმით, მმართველი გუნდი მოწოდების მიუხედავად არც დონორმა ორგანიზაციებმა და არც გრანტის მიმღებებმა თანხების მიზანმიმართულობა არ გაასაჯაროებს. დაინიცირებული კანონპროექტი კი ამ პროცესს დაარეგულირებს.„ჩვენი არა ერთი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, რომ გაესაჯაროებინათ გარკვეული თანხები და საზოგადოების წინაშე უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყოთ, საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად, რომ არანაირი რეაგირება არც დონორი ორგანიზაციებისგან, არც განმახორციელებელი ორგანიზაციებისგან არ ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლობიან ხელისუფლება ვაპირებთ ამ კანონის მიღებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას შეუთანხმონ თითოეული გრანტი. და მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს ამ საგრანტო პროცესის საზოგადოების ინტერესებში ჩასმას და ინტერესებზე მომსახურებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება. შესაბამისი ცვლილებები მმართველი გუნდის ინიციირებულია. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების დაცვას და სტაბილურობას. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით, სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის, მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.
სრულად წაიკითხეთ სტატია