დღეს რეალურად შეგვიძლია,
რაღაცებზე პირდაპირ და
თამამად საუბარი,
საქართველოს რომ
გარკვეული ნაბიჯები
გადაედგა, სრულიად სხვა
ვითარებაში და პირობებში
იქნებოდა. ამაზე არაერთხელ
ითქვა - მინიმუმ, იქნებოდა
ეკონომიკური კოლაფსის
პირობებში, - განაცხადა
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ლევან მახაშვილმა
უკრაინაში ომის
დაწყებიდან 3 წლისთავთან
დაკავშირებით
საუბრისას.„მე ზუსტად
მახსოვს 24 თებერვალი, 3 წლის
წინ და არა მარტო 24
თებერვალი, 26, 27, 28 თებერვალი -
ელჩი ელჩზე მოდიოდა და სხვა
ქვეყნების მაღალი
წარმომადგენლები და რას
ითხოვდნენ კონკრეტულად, რა
ნაბიჯების გადადგმას
ითხოვდნენ, ან რა ნაბიჯების
გადადგმისგან
თავშეკავებას ითხოვდნენ
საქართველოსგან. დღეს
რეალურად შეგვიძლია
რაღაც-რაღაცებზე პირდაპირ
და თამამად თქმა, რომ
საქართველოს რომ ეს
ნაბიჯები გადაედგა, დღეს
სრულიად სხვა ვითარებაში
და პირობებში იქნებოდა
საქართველო. ამაზე
არაერთხელ ითქვა, მინიმუმ,
ეკონომიკური კოლაფსის
პირობებში. ასევე, ძალიან
დიდი რისკის ქვეშ, რომ
მოხდებოდა სამხედრო
ესკალაცია და
დაპირისპირება რუსეთთან“, -
განაცხადა მახაშვილმა.