ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ

Primetime.ge 1 დღე წინ 9
ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ
სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.ლევან მახაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული.„სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ნაცვლად იმისა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, რევოლუციურ პროცესებში არიან ჩართული“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.
სრულად წაიკითხეთ სტატია