ლევან მახაშვილი: როდესაც ხედავ, რომ პარტნიორები არა თუ საერთო საქმეში გეხიდებიან, პირიქით, აჩენენ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ხმამაღალი საუბარი და შემდგომ გვიწევს იმ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რაც გადავდგით

Primetime.ge 2 დღის წინ 18
ლევან მახაშვილი: როდესაც ხედავ, რომ პარტნიორები არა თუ საერთო საქმეში გეხიდებიან, პირიქით, აჩენენ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ხმამაღალი საუბარი და შემდგომ გვიწევს იმ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რაც გადავდგით
როდესაც ხედავ, რომ პარტნიორები არა თუ საერთო საქმეში გეხიდებიან, პირიქით, აჩენენ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ხმამაღალი საუბარი და შემდგომ გვიწევს იმ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რაც გადავდგით, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გარკვეულ პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებზე საუბრისას.მან კომენტარი აქციების დროს დაშავებულ პოლიციელზე გააკეთა, რომელმაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.„დღეს მათი დუმილი ნიშნავს, რომ იმ დღეს თუ ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ 10-ს დააბრმავებენ. მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა - ამ ადამიანებმა, ორგანიზაციებმაც და სხვათა შორის საფრანგეთის საელჩომაც, რომელიც დიდი სიხარულითა და ენერგიით აფინანსებდა და როგორც ჩანს, გააგრძელებს მსგავსი ჯგუფების დაფინანსებას.როდესაც ხედავ, რომ ეს პარტნიორები არა თუ საერთო საქმეში გეხიდებიან, პირიქით, აჩენენ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ხმამაღალი საუბარი და როდესაც ამ ხმამაღალი საუბარს არ აქვს რეაგირება, შემდგომ გვიწევს იმ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რაც გადავდგით“, - განაცხადა მახაშვილმა.საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე. გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. უწყება განმარტავს, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექიმების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.
სრულად წაიკითხეთ სტატია