ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო

Primetime.ge 1 დღე წინ 13
ლევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო
 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ქართული ენა აკადემიური სივრციდან გააგდო.„ქართული ენა ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ეროვნული, პოლიტიკური მნიშვნელობის ძალიან დიდი გადაწყვეტილება, საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ დღეს ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და გააგდო აკადემიური სივრციდან“, - განაცხადა მახაშვილმა.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიციირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც შესაბამის კანონებში ცვლილებები შევა და 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლება აღდგება და სავალდებულო იქნება.
სრულად წაიკითხეთ სტატია