ლევან მახაშვილი „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა არის საკუთხესო დრო იმისთვის, რომ მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ რატომღაც

Primetime.ge 5 თვის წინ 30
ლევან მახაშვილი „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა არის საკუთხესო დრო იმისთვის, რომ მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ რატომღაც
სახელისუფლებო გუნდი ევროპელი პარტნიორებისგან კვლავ არგუმენტებს ითხოვს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები. მმართველ გუნდს აინტერესებს, რატომ არის არა დემოკრატიული გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებების დაცვა.„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, რატომღაც ოპონენტებმა ჩათვალეს, რომ ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლებისგან ამ კანონების გაუქმება მოითხოვონ.„გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ევროინტეგრაციის პროცესის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები იმ გულწრფელობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კანონებზე მოვისმინეთ. გამჭვირვალობის თემა, როგორც უკვე აღნიშნა, პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ეხება ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანების დაცვას, ეს ჯერ ერთი, არ არის ევროკავშირის კომპეტენცია ცალკე აღებული. ყველა მისი წევრი სახელმწიფო ინდივიდუალურად წყვეტს ეს თემა როგორ დაარეგულიროს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში განსხვავებულ საკანონმდებლო ჩარჩოს პოლონეთიდან დაწყებული იტალიით დამთავრებული.როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა არის საკუთხესო დრო იმისთვის, რომ მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ რატომღაც. თორემ შინაარსობრივად, არსით პრინციპის დონეზე, რა თქმა უნდა ეს სრულად ჯდება ევროინტეგრაციის პრინციპებში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია