ბევრი ფაქტორის
ერთობლიობა განსაზღვრავს
ამ ეტაპზე მათ [ოპოზიციის]
უარს, - განაცხადა
ევროპასთან ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ ლევან
მახაშვილმა.დეპუტატი
თვითმმართველობის
არჩევნებზე ოპოზიციის
არმონაწილეობას
გამოეხმაურა.„ბევრი
ფაქტორის ერთობლიობა
განსაზღვრავს ამ ეტაპზე
მათ [ოპოზიციის] უარს.
პირველი ეს არის ის, რომ
„ქართულ ოცნებასთან“
რეალურ კონკურენციაში
შევლენ. მეორე - საარჩევნო
კამპანიაში შესვლით
მოუწევთ მოსახლეობის
ძალიან რთულ კითხვებზე
პასუხების გაცემა.
კითხვებზე, რომელიც
უკავშირდება უკრაინაში
ომს და ნაბიჯებს, თუ რისკენ
უბიძგებდნენ ქვეყანას“, -
აღნიშნა მახაშვილმა.