ჩვენ ქვეყანაში
დაახლოებით 13%-ია
უმუშევრობის მაჩვენებელი,
რაც დაბალი ციფრი
ნამდვილად არ არის, თუმცა
ჩვენ რა მემკვიდრეობაც
მივიღეთ, იმასთან
შედარებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ეს სერიოზული
წინსვლაა, ვინაიდან
დაახლოებით 26%-ის ფარგლებში
იყო 2020 წელს ეს ციფრი, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან
მაჭავარიანმა.დეპუტატმა
კომენტარი გააკეთა
დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და
განხორციელების 2024 წლის
ანგარიშთან
დაკავშირებით.„ჩვენი
ერთ-ერთი მთავარი
დაპირების მიხედვით, 2028
წლისთვის ეს მაჩვენებელი
იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც
არის ევროპულ სტანდარტზე
კიდე უკეთესი შედეგი“, -
აღნიშნა
მაჭავარიანმა.დარგობრივი
ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომაზე დღეს
დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და
განხორციელების 2024 წლის
ანგარიშს მოისმენენ.