ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებულია უკრაინაში ტრაგედიის დასრულებაზე და იმაზე, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ განადგურებას

Primetime.ge 4 საათი წინ 6
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებულია უკრაინაში ტრაგედიის დასრულებაზე და იმაზე, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ განადგურებას
ღირებულებების ნაწილში თანხვედრა, გზავნილებში თანხვედრა, პოლიტიკურ ხედვებში თანხვედრა გვაძლევს იმის საფუძვლიან მოლოდინს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება. რეალურ პარტნიორობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ფარატინა ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.„პარტნიორობა უნდა იყოს რეალური, მაგალითად ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობა, როგორიც ჩვენ ჩინეთთან გვაქვს. ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული არის ერთის მხრივ, უკრაინაში ამ ტრაგედიის დასრულებაზე და მეორეს მხრივ, იმაზე შეძლებს თუ არა ბატონი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას და განადგურებას ამერიკაში.ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც მოხდება. თვითონ ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან თავშეკავებულები ვართ. რა არ დაუბრალებია რადიკალურ ოპოზიციას „ქართული ოცნებისთვის“, ყველაფერი გამოუგონებიათ და დაუბრალებიათ. ერთადერთი არ დაუბრალებიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს სიმჩატე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ძალიან თავშეკავებულები ვართ, მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ. იყო ძალიან საინტერესო საუბარი ქალბატონ ელჩსა და ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, მაგრამ ეს იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაღაც დეტალები გარეთ გამოვიტანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.მაჭავარიანი ასევე დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ეს აშშ-ის შიდა საქმეებია და ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.„ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა. ხედავთ, რომ ისინი დარჩენილები არიან რაღაც ყოფილი საგარეო მინისტრების იმედად, მიხაილ როთის და ასე შემდეგ. მინიმუმ გასაკვირია, რომ „დიფ სთეითის“ ასეთი ღია წარმომადგენელი [სენატორი ჯიმ რიში] ბატონმა ტრამპმა ასეთი სიტყვებით მოიხსენია, ოღონდ ეს აშშ-ის შიდა საქმეებია და არანაირ კავშირში არ არის არც საქართველოსთან, არც გარე სამყაროსთან. იგი [რიში] კენჭს იყრის ერთ-ერთ შტატში და, შესაბამისად, ბატონ დონალდ ტრამპს აწყობდა ამ განცხადების გაკეთება, ვინაიდან მისი შანსები გაეზარდა. ეს არის აშშ-ის შიდა საქმეები, რატომ აწყობდა, რა თქმა უნდა, ეს ბატონმა ტრამპმა იცის მხოლოდ. სიმართლე გითხრათ ეს ჩვენთვის ცოტა გასაკვირია, რომ ბატონი ტრამპი ღიად უპირისპირდება „დიფ სთეითს“ და ამის ფონზე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ თვალსაჩინო აქტორს წარმატებას უსურვებს თვითონ აშშ-ში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია