ევროკავშირს თავად აქვს
გაცხადებული პოზიცია, რომ
2030 წლამდე არ აპირებს
გაფართოებას. შესაბამისად,
2030 წელს ჩვენ ვიქნებით
ყველაზე მომზადებული
ქვეყანა დანარჩენ
კანდიდატებს შორის, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა.მისი
თქმით, ევროკავშირთან
მოლაპარაკების გახსნაზე
საქართველო უარს არ
ამბობს.„ევროკავშირში
გასაწევრიანებლად უნდა
შევასრულოთ ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები, ხოლო,
როდესაც მოლაპარაკება
იხსნება, მის დახურვას
სჭირდება
წელიწადნახევარი, ორი წელი.
შესაბამისად, როდესაც 2028
წელს ამას დღის წესრიგში
დავაყენებთ, აბსოლუტურად
ყველა ვადაში ვჯდებით,
გამომდინარე იქიდან, რომ
ევროკავშირს თავად აქვს
გაცხადებული პოზიცია, რომ
2030 წლამდე არ აპირებს
გაფართოებას. შესაბამისად,
2030 წელს ჩვენ ვიქნებით
ყველაზე მომზადებული
ქვეყანა დანარჩენ
კანდიდატებს შორის.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,
რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ
მოლაპარაკებების
გახსნაზე, თუ ამ საკითხს
ევროკავშირი დააყენებს.
დაგვიდონ დოკუმენტი და ამ
დოკუმენტს ქვეყნის
პრემიერ-მინისტრი
დაუყოვნებლივ მოაწერს
ხელს“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.