ტრამპს სანქციების
ამუშავება რომ უნდოდეს,
საერთოდ არ სჭირდება
„მეგობარი აქტი“, არც მისი
კანონპროექტი და კანონი.
იგი უფლებამოსილია, რომ ეს
ყველა სანქცია გაატაროს
დღესაც, შეეძლო ერთი თვის
წინაც და ერთი თვის
შემდეგაც შეეძლება, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
„მეგობარ აქტზე"
საუბრისას.მისივე თქმით,
აქტი აშშ-ის წინა
ადმინისტრაციის დროს იყო
დაინიცრებული, სწორედ იმ
ადმინისტრაციის, რომლის
პირობებშიც გაფუჭდა
საქართველო-აშშ-ს შორის
ურთიერთობა.„მეგობარი
აქტი“ დაინიცირებული იყო
წინა ადმინისტრაციის დროს,
როდესაც ჩვენ კარგად
გვახსოვს, რომ ბატონი
პრესსპიკერი დღეს არ
ტოვებდა ისე, რომ
საქართველოზე რაღაც
აბსურდი არ ესაუბრა. შემდეგ
ენტონი ბლინკენი
გამოვიდოდა, დემოკრატიის
უკუსვლაზე ისაუბრებდა,
ჩაფრინდებოდა მონღოლეთში,
იქიდან იტყოდა, რომ
ვიმყოფები მონღოლეთში,
დემოკრატიის ოაზისში და
ა.შ. გვახსოვს წინა
ადმინისტრაციის მიერ
გაკეთებული ისეთი
საქმეები, რამაც გააფუჭა
ურთიერთობა ჩვენსა და აშშ-ს
შორის.„მეგობარ აქტს"
ოპოზიციაც რატომ ზეიმობს
ასე, ვერ ვხვდები იმიტომ,
რომ ავრცელებენ ცრუ
ნარატივს და მათი
მომხრეები უყურებენ მათ
ტელევიზიებს და სიმართლეს
ვერ იგებენ. იქ რაც წერია,
ბატონ ტრამპს ამ ყველაფრის
ამუშავება რომ უნდოდეს,
საერთოდ არ სჭირდება
„მეგობარი აქტი", არც მისი
კანონპროექტი და კანონი.
იგი უფლებამოსილია, რომ ეს
ყველა სანქცია გაატაროს
დღესაც, შეეძლო ერთი თვის
წინაც და ერთი თვის
შემდეგაც შეეძლება.
მნიშვნელობა არ აქვს ეს
კანონპროექტი კანონად
იქცევა თუ არა. ეს
ყველაფერი ბატონ ტრამპს
დამატებით მანდატს არ
აძლევს. ჩემი პირადი
ვარაუდია, რომ სულ რომ
კანონად იქცეს ეს აქტი,
ბატონი ტრამპი ამას ხელს არ
მოაწერს, მაგრამ სულ რომ
ხელიც მოაწეროს, ეს არ
ავალდებულებს მას, რომ ეს
ყველაფერი აამოქმედოს. მას
აქვს სრული თავისუფლება“,-
აღნიშნა მაჭავარიანმა.