ძალიან საეჭვოდ ემთხვევა,
რომ „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ ეს მუხლი
ამოიღო ომის დაწყებამდე
ცოტა ხნით ადრე, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა სისხლის
სამართლის კოდექსში
სამშობლოს ღალატის მუხლის
დაბრუნების საკითხზე
საუბრისას.„ახლა
ყველასთვის ნათელია, თუ
რატომაც გააკეთეს ეს - მათ
ეშინოდათ, რომ რაღაც
მომენტში რომ ყოფილიყო
იმის რისკი, რომ ისინი
გასამართლებულიყვნენ, ეს
მუხლი არ უნდა არსებულიყო.
რა თქმა უნდა, ეს მუხლი
იქნება. ერთადერთი სიტყვა
იცვლება - თუ ადრე იყო
„სახელმწიფოს ღალატი“, ამ
შემთხვევაში იქნება
„სამშობლოს ღალატი“,“ -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.სამშობლოს
ღალატის მუხლის აღდგენის
საკითხი პარლამენტში
მიმდინარე კვირაში
დარეგისტრირდება.