ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: თითოეულ იმ ადამიანს, ვინ ამ დანაშაულებში მონაწილეობა მიიღო, პასუხისგება მოუწევს

Primetime.ge 5 საათი წინ 6
ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: თითოეულ იმ ადამიანს, ვინ ამ დანაშაულებში მონაწილეობა მიიღო, პასუხისგება მოუწევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის. მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ კომისიის შექმნა.„ეს ყველაფერი ორ მიზეზს ემსახურება. პირველი: ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და ყველა უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც რეჟიმიც იყო შექმნილი 9 წლის განმავლობაში. მათ პასუხისგება მოუწევთ, თითოეულ იმ ადამიანს ვინ ამ დანაშაულებში მონაწილეობა მიიღო. მეორე მიზეზი არის ის, რომ პროპაგანდისტული ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით ცდილობენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ემოციურ დონეზე არ ახსოვს, ან ძალიან პატარები იყვნენ იმ დროს, ცდილობენ დააჯერონ რომ ქართული ოცნება არის რაღაც ტიპის რეჟიმი. ჩვენ კარგად უნდა გავახსენოთ მათ თუ რას ნიშნავს რეალურად ავტორიტარული რეჟიმი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
სრულად წაიკითხეთ სტატია