პარლამენტის ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“ მუშაობის
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ
საინტერესოა, რას იტყვის
დღეს კომისიის წინაშე
გენერალი მამუკა
ყურაშვილი.„ჩვენ ვიხილეთ
უკვე ომის ნაწილთან
დაკავშირებული
გამოკითხვები, სადაც
ძალიან ბევრი რამ უკვე
გამოაშკარავდა, რაც ჩვენ
ისედაც ვიცით, უბრალოდ,
საჭიროა, რა თქმა უნდა,
ყველაფრის
მტკიცებულებებით და
ფაქტებით გამყარება, რომ
შემდეგ ეს პროკურატურას
გადაეცეს. დღევანდელ
კომისიაზე კიდევ
რამდენიმე ადამიანი
იქნება გამოკითხული. მათ
შორის ერთ-ერთი იქნება
გენერალი ყურაშვილი. მე
შევახსენებ ჩვენს
საზოგადოებას გენერალ
ყურაშვილისვე
განცხადებას, რომ როდესაც
კოდორის ხეობას შეუცვალეს
სტატუსი, დაარქვეს ზემო
აფხაზეთი და უმტკივნეულოდ
გადააბარეს ოკუპანტს,
გენერალმა ყურაშვილმა ეს
ყველაფერი შეაფასა, როგორც
ქვეყნის ღალატი.
საინტერესოა, რას იტყვის
დღეს იგი საგამოძიებო
კომისიის წინ”, - განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებასა და 2008
წლის აგვისტოს ომზე
პარლამენტის საგამოძიებო
კომისია, დღესაც იმსჯელებს.