ლევან მაჭავარიანი: როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, მაშინ რატომ არ უსვამს არავინ იმას ხაზს, რომ პირდაპირ არსებობს კადრები, სადაც იგი სილას აწნის პოლიციელს

Primetime.ge 2 თვის წინ 28
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, მაშინ რატომ არ უსვამს არავინ იმას ხაზს, რომ პირდაპირ არსებობს კადრები, სადაც იგი სილას აწნის პოლიციელს
მსგავსი რამ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ამერიკაში, რომ მომხდარიყო, როგორი რეაგირება ექნებოდა პოლიციას? მე ჩემი ვარაუდი მაქვს, რომ გაცილებით მკაცრი. ჩვენ უბრალოდ დავაკავეთ [მზია ამაღლობელი], - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.„პირდაპირ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე. ქალბატონი ამაღლობელი ძალიან სამწუხაროა რომ შიმშილობს, თუმცა მიმდინარეობს 24-საათიანი უწყვეტი დაკვირვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი უწყებების მხრიდან, თუმცა როდესაც ამას აღნიშნავენ და ქალბატონ მზია ამაღლობელს ეძახიან პოლიტპატიმარს მაშინ რატომ არ უსვამს არავინ იმას ხაზს, რომ პირდაპირ არსებობს კადრები, სადაც იგი სილას აწნის პოლიციელს. ასეთი რაღაც იგივე საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ამერიკაში, რომ მომხდარიყო, როგორი რეაგირება ექნებოდა პოლიციას? მე ჩემი ვარაუდი მაქვს, რომ გაცილებით მკაცრი. ჩვენ უბრალოდ დავაკავეთ ხომ? იქ კიდევ სხვა ტიპის ჩანაწერებიც იყო, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია სისტემურ წამებაზე. ანუ რას ნიშნავს სისტემური წამება, ეს არის გამოგონილი თემა ხომ? სად არსებობს სისტემური წამება 2012 წლიდან? როდესაც არსებობდა სისტემური წამება, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ხდებოდა, ადამიანების უფლებების დარღვევა მაგ დროს რატომღაც არავინ არაფერზე არ საუბრობდა იმ ხელისუფლებასთან მიმართებაში და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, პირველი კვირის განმავლობაში, როდესაც აქციები დაიწყო იყო ცალკეული შემთხვევები ძალის გადამატების, მაგრამ რატომღაც არავინ არ საუბრობს იმაზე, იმ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი ძალადობრივი აქცია მიმდინარეობდა თბილისში, რუსთაველზე.„კი, იქ იყვნენ ისეთი ადამიანები მრავლად, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ, მაგრამ რატომღაც არავინ არ საუბრობს იმ ასობით ადამიანზე, რომლებიც პირდაპირ რადიკალიზაციისთვის იყვნენ მისულები, პოლიციელებს შეურაცხყოფდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ესროდნენ პიროტექნიკას, ბოთლებს, ქვებს, შტურმი იყო პარლამენტზე, ოცამდე ოთახი არის დამწვარი. მათ ჩვენ ყველანაირი კადრი მივაწოდეთ, მათ შორის, როდესაც PACE-ს მონიტორინგის მისია იყო ჩამოსული, იმ დაზარალებულ პოლიციელებთან დაკავშირებით - 170-მდე პოლიციელია დაზარალებული, როგორი დამწვრობები აქვთ და რამდენს დასჭირდა იქიდან ქირურგიული ჩარევა. ესაა სწორედ უსიამოვნო და ორმაგი სტანდარტი, როდესაც რაღაცაზე საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან და მეორე მხარეს აბსოლუტურად თვალებს ხუჭავენ ყველაფერზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის როლი, როდესაც ისინი ირიბად ახალისებენ ძალადობას საქართველოში.„როდესაც ჩვენ ვიხილეთ მაგალითად, იგივე ევროკავშირის ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან როგორი ტიპის კამპანიები იყო - 83 თუ 84 ტყვია კეფაში, „გამჭვირვალობის კანონის“ პერიოდზე მაქვს საუბარი, გამოაქვეყნეს ჩვენი პირადი მონაცემები, მოწოდებები იყო პირდაპირ, ღიად, რომ მივუვარდეთ დეპუტატების შვილებს და შვილიშვილებს და დავაბულინგოთ. ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო - სალომე ზურაბიშვილის მოწოდება პირდაპირ ეთერში, რომ სკოლებში, არასრულწლოვანებში შევიტანოთ პოლიტიკა, გიორგი ვაშაძის ამაზრზენი და ამორალური განცხადება, ბავშვებს რომ მოუწოდა, რომ მშობლებს გამარჯობა არ უთხრათო და ამასთან დაკავშირებით, როდესაც ელჩები, დიპლომატიური კორპუსი აბსოლუტურად არანაირ განცხადებას არ აკეთებენ, რაღაც ხომ შეუძლიათ თქვან, რომ თავი შეიკავეთ ასეთი ტიპის საქციელისგან.ეს არის ირიბი წახალისება ამ ყველაფრის და ეს არის ზუსტად იმისი თვალსაჩინო მაგალითი, როგორი ორმაგი სტანდარტი არის და აბსოლუტურად არაფერს გმობენ, რასაც ვთქვათ ჩვენს წინააღმდეგ აკეთებენ გინდ ოპოზიცია იყოს, გინდ „ენჯეო“ სექტორი და მხოლოდ ჩასაფრებულები არიან იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი შენიშვნა დაწერონ ან განცხადება გააკეთონ. ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ძალიან თავმოყვარე ერი ვართ. არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ 30 საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ და ომებიც გაგვივლია, ბრძოლებიც გაგვივლია და დღემდე ასე მოვედით, რომ შევინარჩუნეთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი თავმოყვარეობა და ზუსტად ასე ვაპირებთ სიარულს. ეს სამი წელი, რაც ჩვენ გავიარეთ, ურთულესი პერიოდი გავიარეთ, დაინტერესებული იყო უამრავი გარე აქტორი Deep State-ს ვინც ემსახურება პირდაპირ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია