რეგლამენტის ახალი
პროექტი ძალიან
მნიშვნელოვანია, ვინაიდან
ეს უფრო მოქნილს ხდის
საპარლამენტო მუშაობას, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან
მაჭავარიანმა.„იქნება
ნაკლები ბიუროკრატია და
ყველგან, სადაც არის
ნაკლები ბიუროკრატია, რა
თქმა უნდა უფრო ეფექტურია
სამუშაო პროცესი. ერთ-ერთ
მნიშვნელოვანი ფაქტს
გამოყოფდი: მოქალაქეს
თავისი ინიციატივით
შეუძლია უკვე მიმართოს არა
კომიტეტს, არამედ უშუალოდ
დეპუტატს და შესაბამისად
დეპუტატების ჩართულობაც
იქნება რა თქმა უნდა უფრო
აქტიური“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.პარლამენტის
რეგლამენტში შესატანი
ცვლილებების თაობაზე
დაინიცირებულ
კანონპროექტს,
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი მეორე
მოსმენით დღეს განიხილავს.