მიხეილ ყაველაშვილი არის
პიროვნება, რომელზეც
ვერანაირ ზემოქმედებას
ვერანაირი გარე ძალა ვერ
შეძლებს ვერასდროს, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან
მაჭავარიანმა.„მიხეილ
ყაველაშვილი არის
პიროვნება, რომლისთვისაც
უმნიშვნელოვანესი არის
ჩვენი ქვეყნის ტრადიციები,
ისტორია, კულტურა,
იდენტობა. მიხეილ
ყაველაშვილი არის
პიროვნება, რომელზეც
ვერანაირ ზემოქმედებას
ვერანაირი გარე ძალა ვერ
შეძლებს ვერასდროს და იგი
ყოველთვის დაეყრდნობა და
გამოვა ჩვენი ქვეყნის
ეროვნული ინტერესებიდან.
რა თქმა უნდა, ხალხი იქნება
უფრო მეტი, ვიდრე იყო გუშინ,
გუშინწინ, რადგან 29
დეკემბერს რაღაც
კულმინაციურ თარიღად
უფუთავენ მათ, მაგრამ ესეც
გადაივლის, რა თქმა უნდა,
ახალ წელს შევხვდებით
ქალბატონი სალომე
ზურაბიშვილის გარეშე, ეს
მუხტი ნელ-ნელა არის
მილევად რეჟიმში და ჩვენი
მოქალაქეები ძალიან მოკლე
ვადაში დაინახავენ იმას,
რომ ესეც იყო ხელოვნურად
შექმნილი აჟიოტაჟი”, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.საქართველოს
ახლად არჩეული
პრეზიდენტის მიხეილ
ყაველაშვილის ინაუგურაცია
29 დეკემბერს პარლამენტში
გაიმართება.