ჩვენ საერთოდ არ
გვაინტერესებს რას
მოიმოქმედებს კოლექტიური
„ნაციონალური მოძრაობა“,
თუმცა ჩემი აზრით
ინსტრუქცია წამოვა
იმდაგვარი, რომ მათ
მონაწილეობა მიიღონ
თვითმმართველობის
არჩევნებში, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
„ქართული ოცნების“
დეპუტატმა ლევან
მაჭავარიანმა.„ჩვენ
საერთოდ არ გვაინტერესებს
როგორ იმოქმედებენ ისინი.
ზუსტად ანალოგიურს
აპირებდნენ ისინი, როდესაც
არ მოინდომეს
საპარლამენტო მუშაობაში
მონაწილეობა და
შევახსენებ ჩვენ
საზოგადოებას, რომ ამით
პირველ რიგში შეურაცხყოფა
მიაყენეს თავისივე
ამომრჩეველს. მათ გარე
უფროსებს რაღაც გარკვეული
გათვლა ჰქონდათ, რომ ჩვენ
წავიდოდით რაღაც ისეთი
ტიპის დათმობებზე და ისეთ
კომპრომისებზე, რაც უკვე
ნანახი სერია იყო 2020 წელს,
შარლ მიშელის შეთანხმებას
ვგულისხმობ. სწორედ ამ
გათვლაზე დაყრდნობით
ჩახსნეს თავისი
მანდატები.არავის არაფერი
არ დაუძალებია და,
შესაბამისად, ახლა ჩვენ
გვსაყვედურობენ
რეზოლუციაში. ბოლო ერთ-ერთ
რეზოლუციაშიც ასახული იყო,
რომ როგორ შეიძლებაო, რომ
ეს ოთხი რადიკალური პარტია
არ იყოს პარლამენტშიო და
ვინ დაუშალა? ეს მათივე
სურვილი იყო და
რეგლამენტით
გათვალისწინებულ ვადაში,
რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გზა
არ გვქონდა და მათი
მანდატები უნდა
ჩახსნილიყო. ახლა თუ
დაახლოებით იგივე
კომბინაციაზე ისინი
იფიქრებენ
თვითმმართველობის
არჩევნებისთვისაც,
ჰარაკირის თვითონვე
იტარებენ ხომ? მაგ
შემთხვევაში საერთოდ
გამქრალები არიან და
ისედაც საგამოძიებო
კომისია მუშაობას რომ
დაასრულებს და ჩვენ რომ
საჩივრით მივმართავთ უკვე
საკონსტიტუციო
სასამართლოს ამ წლის
ბოლომდე ეს პროცესი ისედაც
დამთავრდება.მე მგონია, რომ
პირიქით ინსტრუქცია
წამოვა იმდაგვარი, რომ მათ
მონაწილეობა მიიღონ
არჩევნებში. ახლა წინასწარ
იმის გასაზღვრა ძალიან
რთულია როგორი დავალება
ექნებათ - დაიშალონ მეტ
პარტიად , თუ გაერთიანდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“
გარშემო, თუ დე ფაქტო
ლიდერი დაუნიშნონ, როგორც
წინა არჩევნებში
დაუნიშნეს ქალბატონი
ზურაბიშვილი“, - განაცხადა
მაჭავარიანმა.მისი თქმით,
სალომე ზურაბიშვილი იმ
დროს საქართველოს
პრეზიდენტი იყო, თუმცა დღეს
უკვე იგი თანამდებობას
უკვე აღარ იკავებს,
შესაბამისად, შეიძლება
პოლიტიკურ ველზე ახალი
„მოლიდერო“ პიროვნება
გამოაჩინონ.„რაც მალე
დაუბრუნდება ქალბატონი
ზურაბიშვილი რეალურ
სამყაროს მით უკეთესი
მისთვის. ჯერ საუბარი იყო
რაღაც ქარტიაზე, მერე
საუბარი იყო ალტერნატიული
პარლამენტის შექმნაზე, არ
ვიცი შექმნეს თუ არა და
თავმჯდომარედ ვინ
დანიშნეს, მერე რაღაც
ალტერნატიულ მთავრობას
აყალიბებდნენ, არ ვიცი
პრემიერ-მინისტრად ვინ
დანიშნეს. ახლა უკვე რაღაც
ამდაგვარ ბუნდოვანებებზე
არის საუბარი. კი ბატონო,
გააგრძელონ რაღაც ასეთი
ტიპის სახლობანას თამაში,
ამით თვითონვე იზიანებენ
რეპუტაციას საკუთარ
მომხრეებთან. ეს ყველაფერი
არასერიოზული არის და
ძალიან რთულია ამაზე
კომენტარის გაკეთება“, -
აღნიშნა მაჭავარიანმა.