ლევან მაჭავარიანი: თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს

Primetime.ge 1 კვირა წინ 16
ლევან მაჭავარიანი: თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს
კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება. ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისივე თქმით, კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია და იგი გააგრძელებს დედაქალაქზე ზრუნვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.„ჩვენ ვხედავთ თბილისი როგორი დედაქალაქია დღეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი.თავის გუნდთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა კახიმ და რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც ის გააგრძელებს ამ სამუშაოს. რა თქმა უნდა, თბილისში პრობლემები რჩება, თუმცა ბატონმა კახი კალაძემ აბსოლუტურად ყველა ეს პრობლემა იცის - ყველა რაიონის უბნის დონეზე და მომდევნო 4 წელს იგი დაუთმობს ამ პრობლემების აღმოფხვრას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.მმართველი პარტია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს. კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძეა.
სრულად წაიკითხეთ სტატია