საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანი
ევროსაბჭოში ბრიტანეთის
დელეგაციის
ხელმძღვანელის, ლორდთა
პალატის წევრის, ლორდ დონ
ტუიგის განცხადებას
გამოეხმაურა.დონ ტუიგის
მიერ რადიო
„თავისუფლებასთან“
გაკეთებულ განცხადებას
იგი ქვეყნის შიდა
საქმეებში ჩარევად
ფასდება.„ვინ მისცა ამ
ბატონს ასეთი განცხადების
გაკეთების უფლება. რატომ
აძლევს იგი თავის თავს ამის
უფლებას, ძალიან
გასაკვირია. იმის შემდეგ,
რაც უკრაინაში ომი დაიწო,
ჩვენი მოქალაქეები
აკვირდებიან, თუ როგორი
უხეში დოზებით ხდება ჩვენი
ქვეყნის შიდა საქმეებში
ჩარევა. ვერ ეგუებიან, რომ
მიუხედავად მათი ასეთი
უხეში ჩარევისა, ქართულმა
საზოგადოებამ, ჩვენი
მოსახლეობის უმრავლესობამ
მაინც „ქართულ ოცნებას“
დაუჭირა მხარი. ისინი
წაგებულ პოზიციაში არიან
და ახლა შესაბამისად,
რაღაცნაირ, რევანშისტულ
განწყობაზე არიან“, -
განაცხადა
მაჭავარიანმა.ევროსაბჭოში
ბრიტანეთის დელეგაციის
ხელმძღვანელი რადიო
„თავისუფლებასთან“ პარტია
„ქართული ოცნების“
საპატიო
თავმჯდომარისთვის, ბიძინა
ივანიშვილისთვის ქონების
ჩამორთმევაზე საუბრობს.