ცესკოს წინააღმდეგ ეს
დეზინფორმაციის კამპანია,
რომელიც ახლაც
მიმდინარეობს, დაახლოებით
სამი თვის წინ დაიწყო.
მინდა მადლობა გადავუხადო
ცესკოს, რადგან ნამდვილად
მოწოდების სიმაღლეზე
იდგნენ და დგანან, -
განაცხადა პარლამენტის
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“.„ძალიან
მაღალ დონეზე ჩაატარეს ეს
არჩევნები, მითუმეტეს ხმის
მიცემის ახალი მეთოდების
პირობებში ძალიან კარგად
გაართვეს თავი. დაახლოებით
ორო-სამი კვირის წინ იყო
ამერიკის ელჩის ერთ-ერთი
ინტერვიუ, სადაც მან ძალიან
შეაქო ცესკო, მათი
პროფესიონალიზმი და მათი
თანამშრომლები.
ეუთო/ოდირის დასკვნაშიც
მოხდა ამის ასახვა“, -
აღნიშნა მაჭავარიანმა.