ძალიან ბევრი კითხვის
ნიშანია მის
გადადგომასთან
დაკავშირებით, - განაცხადა
გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანმა გიორგი
გახარიასთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
„როდესაც მან პირველი
განცხადება გააკეთა
გადადგომასთან
დაკავშირებით, იქ ნიკანორ
მელია იყო ამის
მიზეზი“.„დღესაც
გაუგებრად პასუხობდა, რომ
ეს ჩამოაქცევდა ქვეყანას.
იყო ძალიან ბევრი საფრთხე,
როდესაც ჩვენ ვიხილეთ, რომ
აბსოლუტურად არცერთი თმის
ღერი არავისგან
ჩამოვარდნილა, ისე
შეასრულა ეს ოპერაცია
ბატონმა
გომელაურმა.შეგახსენებთ,
რამდენიმე თვის წინ ჰქონდა
ინტერვიუ, სადაც მან
აბსოლუტურად სხვა მიზეზი
დაასახელა თუ რატომ
ჩამოშორდა ჩვენ გუნდს. იქ
მან ახსენა, რომ კორუფციის
ნიშებს ვხედავდი „ქართულ
ოცნებაშიო“, ამიტომ,
დავტოვე ეს გუნდიო და დღეს
საერთოდ ბიძინა
ივანიშვილს აბრალებს იმას,
რომ ოპოზიციაშია გადასული.
ეს ყველაფერი, ძალიან
ურთიერთგამომრიცხავია და
მადლობა ღმერთს, ყველაფრის
არქივი არსებობს. დღესაც
ყველა უყურებს ამ
ყველაფერს. შესაბამისად,
ვისაც სურს, რომ ობიექტური
დასკვნა გამოიტანოს ამ
ყველაფრიდან, ობიექტური
დასკვნა ის არის, რომ ეს
კაცი იქ მივიდა იმისთვის,
რათა ან ტყუილი ელაპარაკა,
ან რაზეც იცოდა, რომ
მაშინვე ამხელდნენ იმ
ტყუილში, ეთქვა უბრალოდ,
რომ არ მახსოვს“, - აღნიშნა
ლევან მაჭავარიანმა.