სახალხო დამცველი ლევან
იოსელიანი საქართველოს
მოსახლეობას ახალ წელს
ულოცავს.„ძვირფასო
თანამოქალაქეებო,
გილოცავთ ახალ 2025 წელს!ისე
როგორც გასულ 2024 წელს,
წელსაც მტკიცედ დავდგებით
ადამიანის უფლებების
დასაცავად,
სამართლიანობის
უზრუნველსაყოფად და იმ
ადამიანთა ხმების
გასაძლიერებლად, ვისაც ეს
ყველაზე მეტად სჭირდება.
გისურვებთ, 2025 წელი
ყოფილიყოს ჩვენს აფხაზ და
ოს თანამოქალაქეებთან
დიალოგის დაწყებისა და
შერიგების, ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და ევროპული
ინტეგრაციის გზაზე
წინსვლის წელი.დაე, 2025 წელს
მოეტანოს კეთილდღეობა,
მშვიდობა და სიკეთე
თქვენთვის, თქვენი
ოჯახებისა და მთელი ჩვენი
ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს
ლევან იოსელიანი.