ლევან იზორია ჩორჩანას საგუშაგოზე: მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში - მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს

Primetime.ge 7 საათი წინ 9
ლევან იზორია ჩორჩანას საგუშაგოზე: მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში - მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს
თავდაცვის ყოფილი მდივანი ლევან იზორია აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს ქართული საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ თემაზე მან მედიასთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ გამოიკითხა.„მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. მაშინ უსაფრთხოების თემებს სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან.სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი. ფაქტებით ვამყარებთ და არა სპეკულაციებით - არ არსებობს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალშექმნილი ორგანო, ახალი მოტივაციით და პასუხისმგებლობით, შეიკრიბოს, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ნომერი პირველი პრიორიტეტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საფრთხეებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ შემთხვევაში ამ საგუშაგოს განთავსებას, განხილულიყო სწორედ პასუხისმგებლობიან ფორმატში, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა.პოლიტიკოსის ვალდებულებაა, საფრთხეების პრიორიტეტები განსაზღვროს. როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე და შესაბამისად იმოქმედო. მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს”, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია