ლევან ივანაშვილი: საჩხერის ყველა კუთხეს, ყველა სოფელს ზედმიწევნით ვიცნობ, ვიცი ყველა პრობლემა - ბევრი მათგანი გადავწყვიტეთ და ბევრი პროექტი განვახორციელეთ, ვფიქრობ, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი საჩხერისათვის

Primetime.ge 6 საათი წინ 11
ლევან ივანაშვილი: საჩხერის ყველა კუთხეს, ყველა სოფელს ზედმიწევნით ვიცნობ, ვიცი ყველა პრობლემა - ბევრი მათგანი გადავწყვიტეთ და ბევრი პროექტი განვახორციელეთ, ვფიქრობ, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი საჩხერისათვის
მეორე ვადით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობა არის დიდი ნდობაც და რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაც. ამას ემატება ისიც, რომ მერობამდე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და კიდევ უფრო ადრე, საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. ეს მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ საჩხერეს ვიცნობ ზედმიწევნით, ყველა კუთხეს, ყველა სოფელს, ვიცი ყველა პრობლემა - ბევრი მათგანი გადავწყვიტეთ და ბევრი პროექტი განვახორციელეთ ჩემს გუნდთან, საკრებულოსთან, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი პაატას [კვიჟინაძე] მხარდაჭერით, - განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლევან ივანაშვილმა.მოქმედი მერის თქმით, ნათელია განსხვავება რამდენიმე წლის წინანდელ და ახლანდელ საჩხერეს შორის. მისი თქმით, გუნდთან ერთად შეძლო, რომ ყველა სოფელში ცენტრალური გზა მოწესრიგებულია, ხოლო მუნიციპალიტეტის 90 პროცენტში უწყვეტი წყალმომარაგებაა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სხვა პროექტებთან ერთად, ივანაშვილი აპირებს, სწორედ დარჩენილი სოფლები უზრუნველყოს 24-საათიანი წყალმომარაგებით და შიდა საუბნო გზების დაგებაზე აქტიურად იზრუნოს.„თვალნათლივ ვნახავთ განსხვავებას, თუ რა იყო საჩხერე რამდენიმე წლის წინ და რა არის დღეს, მაგალითად, თავისუფლების ქუჩა სრულად იქნა რეაბილიტირებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი პრობლემა გადავწყვიტეთ, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით, რომ ყველა სოფელში ცენტრალური გზა მოასფალტებული ან მობეტონებულია და უკვე საუბნო გზებზე გადავედით. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის 90% წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია და გვრჩება 10%, რომელსაც ვპირდებით, რომ მომავალ წლებში სრულად უზრუნველვყოფთ წყლით. ასე რომ, არ იქნება საკითხი, რომელიც უცხო იქნება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის და ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი საჩხერისათვის. ამა თუ იმ სოფელში, ბევრი გზა დავაგეთ, მაგრამ, თუ უშუალოდ მოქალაქესთან სახლამდე არ არის მისული, ეს მაინც პრობლემაა მისთვის, ასე რომ ეს ოთხი წელი იქნება სწორედ საუბნო გზებზე აქტიური მუშაობა და ასევე, როგორც ვთქვი, ის 10% სოფლებისა, რომლებიც დარჩენილია, უნდა უზრუნველვყოთ 24-საათიანი წყალმომარაგებით“, - აღნიშნა ივანაშვილმა.მან ასევე ისაუბრა საჩხერის თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლეზე, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება.„საჩხერეში ვიცით, რომ სპორტი ყოველთვის აქტუალური იყო, ამ პატარა მუნიციპალიტეტს ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და მათ შორის, ერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ვგულისხმობ ჩვენს საამაყო ლაშა ტალახაძეს და არ შეიძლებოდა, რომ საჩხერეში სპორტის სასახლე არ გვქონოდა. დღეს დასრულების ფაზაშია თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე, რომელიც მოიცავს ერთ დიდ და ერთ პატარა სპორტულ მოედანს, იქნება ჭიდაობის სექცია, კალათბურთი, თითქმის ყველა სპორტის სახეობა“, - განაცხადა ლევან ივანაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია