„საქართველოს რკინიგზას“
ლაშა აბაშიძე
უხელმძღვანელებს -
გენერალური დირექტორი
კომპანიაში დღეს პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა,
ლევან დავითაშვილმა და
მინისტრის მოადგილემ,
გურამ გურამიშვილმა
წარადგინეს. როგორც
პირველმა ვიცე-პრემიერმა
ლევან დავითაშვილმა
განაცხადა, ლაშა აბაშიძეს
აქვს რკინიგზის სექტორში
და საჯარო სამსახურში
ხელმძღვანელ პოზიციებზე
მუშაობის გამოცდილება, რაც
ნიშნავს, რომ ადაპტაციის
ეტაპი მოკლე და ეფექტური
იქნება. მან წარმატება
უსურვა ლაშა აბაშიძეს
„საქართველოს რკინიგზის“
ხელმძღვანელის პოსტზე და
მადლობა გადაუხადა
კომპანიის ყოფილ
გენერალურ დირექტორს,
დავით ფერაძეს გაწეული
საქმიანობისთვის.„რკინიგზის
გამართული ფუნქციონირება
უმნიშვნელოვანესია
ქვეყნის ეკონომისთვის.
განსაკუთრებით, შუა
დერეფნის განვითარების
კონტექსტში. ჩვენი
ინტერესია, გაიზარდოს
როგორც გადაზიდვების
მოცულობა, ისე
შემოსავლები,“ - აღნიშნა
პირველმა
ვიცე-პრემიერმა.ლაშა
აბაშიძეს „საქართველოს
რკინიგზაში“ მუშაობის
გამოცდილება აქვს. ის 2006-2009
წლებში კომპანიაში
სხვადასხვა თანამდებობას
იკავებდა, მათ შორის იყო
შესყიდვების სააგენტოს
უფროსი, სატვირთო
გადაზიდვების დირექტორის
მოადგილე და ოპერაციათა
მართვის ხელმძღვანელი.
ლაშა აბაშიძე პროფესიით
იურისტია, ხოლო მაგისტრის
ხარისხი დაცული აქვს
საჯარო ადმინისტრაციის
მართვის მიმართულებით.2015-2017
წლებში ლაშა აბაშიძე
თბილისის ვიცე-მერი იყო,
2014-2015 წლებში - ვაკის
გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი. ლაშა
აბაშიძემ „საქართველოს
რკინიგზის“ გენერალური
დირექტორის თანამდებობაზე
დავით ფერაძე შეცვალა,
რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017
წლიდან იკავებდა.