Exim Holding-ის შვილობილი
კომპანია „აჭარ
ენერჯისთვის“ საქართველო
და საქართველოში არსებული
საინვესტიციო კლიმატი
არის მიმზიდველი, აქედან
გამომდინარე, კომპანიამ
მიიღო გადაწყვეტილება
უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ
აშშ დოლარის მოცულობის
ინვესტიციის
განხორციელების შესახებ, -
ამის შესახებ პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა
განაცხადა.საქართველოს
მთავრობასთან
თანამშრომლობით, Exim Holding-ის
შვილობილი კომპანია „აჭარ
ენერჯი“ ქვეყნის
ენერგეტიკის სექტორში 460
მლნ აშშ დოლარის ოდენობის
ინვესტიციას
განახორციელებს.
აღნიშნულის შესახებ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძისა და კომპანიის
ხელმძღვანელების
დღევანდელი შეხვედრის
შემდეგ გახდა
ცნობილი.„კომპანია „აჭარ
ენერჯი“ წარმოადგენს Exim
Holding-ის შვილობილ კომპანიას.
Exim ჯგუფი თურქეთის
ენერგეტიკულ სფეროში
ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული კომპანიაა,
რომელსაც თურქეთში 800
მგვტ-მდე დადგმული
სიმძლავრე აქვს. კომპანია
საქართველოში წარმატებით
ოპერირებს, ბოლო წლებში 2
მნიშვნელოვანი პროექტი
განახორციელა, 2
ჰიდროელექტროსადგური,
რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე
მეტი მოცულობის
ინვესტიცია განხორციელდა.
მათთვის საქართველო და
საქართველოში არსებული
საინვესტიციო კლიმატი
არის მიმზიდველი, აქედან
გამომდინარე, კომპანიამ
მიიღო გადაწყვეტილება
უპრეცედენტოდ დიდი
საინვესტიციო
გადაწყვეტილების შესახებ.
ჩვენ, დაახლოებით, 360
მგვტ-მდე სიმძლავრის
პროექტებზე უკვე
შევთანხმდით მთავრობასთან
ერთად და კომპანია
მიმდინარე წელს აქტიურად
იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი
ინვესტიციების
განხორციელებას, რაც
საქართველოს
ელექტროენერგეტიკის
სექტორს შემატებს
დამატებით სიმძლავრეს და
კონკურენტუნარიანობას
აამაღლებს. უკვე 2025 წელს
ჩვენ პირველი პროექტების
გახსნას შევძლებთ და
შემდეგი 3-4 წლის
განმავლობაში ჩვენ 360
მგვტ-ის სიმძლავრის ახალ
პროექტებს გავხსნით,“-
აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.