ლაშა გეგეჭკორი გორის თავშესაფრიდან რუსეთში ძაღლების გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე: 2025 წელს, საქართველო-რუსეთის საზღვრის საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” არ გადაუკვეთია არცერთ ძაღლს

Primetime.ge 5 საათი წინ 2
ლაშა გეგეჭკორი გორის თავშესაფრიდან რუსეთში ძაღლების გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე: 2025 წელს, საქართველო-რუსეთის საზღვრის საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” არ გადაუკვეთია არცერთ ძაღლს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი, ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას გორის თავშესაფრიდან რუსეთში ძაღლების გაყვანის შესახებ. მას სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს და წერს, რომ 2025 წელს, საქართველო-რუსეთის საზღვრის საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” არ გადაუკვეთია.„სად არის ძაღლის თავი დამარხული ?!”რამდენიმე დღის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკას” გვერდზე ვნახე მათ მიერ გამოქვეყნებული, ადგილობრივი ერთ-ერთი ცხოველთამოყვარულის პოსტი, სადაც ის წერდა „გორის თავშესაფრიდან რუსეთში გაყვანილი 1 000-ზე მეტი ძაღლის” შესახებ.ამავე პოსტში ცხოველთამოყვარული წერს რომ ეს ძაღლები რუსეთში გაჰყავთ იქ არსებულ ზოოპარკებში გარეული ცხოველების გამოკვების მიზნით. ასევე “ტყავად და სარესტორნედ და ამ ძაღლების რუსეთში გადაყვანა ხდება უკონტროლოდ.”დამატებით, სოციალურ ქსელში ვნახე სხვა ცხოველთამოყვარულების პოსტები, სადაც ისინი ადასტურებენ ძაღლების რუსეთში გაყვანას, იქვეა ცხოველების გადასაყვანი სპეციალურად მოწყობილი მიკროავტობუსების ფოტოები. რაც მთავარია-ამ პოსტების ქვეშ დევს, მათი სიტყვებით “გორის კონცლაგერიდან” გაყვანილი “ნაწამები” და შემდეგ რუსეთში ბედნიერად მყოფი ძაღლების ფოტოები.ასევე ვნახე რუსულენოვანი პოსტებიც, სადაც რუსი მოხალისეები ითხოვენ რუსეთიდან “ქართველი” ძაღლების გადასარჩენად მათი კლინიკებში მკურნალობის, კვების, ჩიპირების, ტრანსპორტირების და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურებისთვის თანხებს.სოციალურ ქსელში იძებნება რუსეთიდან საქართველოში თანხების ჩარიცხვის ქვითრების ასლებიც.რადგან, ამ კეთილშობილ საქმეში- გადარჩენის და შემდგომი კეთილდღეობის მიზნით რუსეთში ათასობით ძაღლის გადაყვანის სქემაში ვერ დავინახე ლოგიკა, მითუმეტეს საქართველოში (მათ შორის გორში) მოქმედი, მიუსაფარ ცხოველებზე უანგაროდ მზრუნველი მრავალი ცხოველთამოყვარულის ფონზე, მე, როგორც ამ სააგენტოს შექმნის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორმა (საქპატენტის მოწმობა N 72 95), 25.06.2025-ში შემდეგი ინფორმაციის გამოთხოვით მივმართე ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს:სააგენტოდან 2025 წელს გაყვანილი მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლების და მჩუქებლების სია.მიუსაფარი ძაღლების რუსეთის ფედერაციაში გაყვანის შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული ყველა სახის ოფიციალური ინფორმაცია.შეგახსენებთ: სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული განცხადებით ცნობილია რომ 2025 წელს სააგენტოდან გაჩუქდა ან მიეკედლა 162 მიუსაფარი ცხოველი (ძაღლი/ლეკვი).მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის სააგენტოდან მივიღე შემდეგი პასუხი:„სააგენტოს” არ აქვს არანაირი კავშირი გაჩუქებული მიუსაფარი ცხოველების (ძაღლი) რუსეთის ფედერაციაში სავარაუდო გაყვანასთან.2025 წლის 1 იანვრიდან 25 ივნისამდე პერიოდში “სააგენტოდან” გაჩუქდა 166 ძაღლი, (მათ შორის ლეკვები).ცხოველების (ძაღლის) მჩუქებელთა შორის არ არის საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნის არც ერთი მოქალაქე.მას შემდეგ, რაც სოც.ქსელში გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “სააგენტომ” გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. მიღებულ წერილებს გიგზავნით დანართის სახით.სეს-ის პასუხით ირკვევა რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 15 ივნისამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 477 ძაღლის ექსპორტზე (სადაც საზღვრის კვეთის ადგილად მითითებულია ლარსი) მთელი ქვეყნის მასშტაბით გასცა 246 ვეტერინარული სერტიფიკატი.საბაჟო დეპარტამენტის მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის” გავლით, შინაური ცხოველის (ძაღლი), საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ფაქტი არ დაფიქსირებულა.ანუ 2025 წელს, საქართველო-რუსეთის საზღვრის საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” არ გადაუკვეთია არცერთ ძაღლს!!!რას ემსახურება ამტყდარი აჟიოტაჟი, სად არის გორის სააგენტოდან კანონიერი გზით (ჩუქება) გაყვანილი და შემდეგ საზღვარზე არ გადაყვანილი ძაღლები, ამის შესახებ დასკვნა თქვენთვის მომინდვია, პატივცემულო ცხოველთამოყვარულებო.მე მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა მოგაწოდეთ”, - წერს ლაშა გეგეჭკორი.
სრულად წაიკითხეთ სტატია