საქართველოს რკინიგზის
გენერალურმა დირექტორმა
ბაქო-თბილისი -ყარსის
სარკინიგზო ხაზი
დაათვალიერა.საქართველოს
რკინიგზის ინფორმაციით,
ლაშა აბაშიძე ახალქალაქში
ჩავიდა და არსებულ
ინფრასტრუქტურას
გაეცნო.ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზაზე მატარებლები
სატესტო რეჟიმში
მოძრაობენ. გენერალური
დირექტორის ვიზიტის დროს,
ახალქალაქის სადგურში
ჩინეთიდან მომავალი
მატარებელი შემოვიდა,
რომელიც თურქეთის გავლით
ევროპის მიმართულებით
გადაადგილდება.ბაქო-თბილისი-ყარსის
მონაკვეთის სრულად
ამოქმედება სატვირთო
გადაზიდვების
მნიშვნელოვნად ზრდას
შეუწყობს ხელს.