თქვენ ნახეთ ქართველები,
რომლებიც მტკიცედ დგანან
ევროპული მომავლისთვის და
ეს არ არის ის, რასაც
ხელისუფლება უჭერს მხარს,
ამიტომ ამ ორს შორის დიდი
სხვაობაა, – ამის შესახებ
ლატვიის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, ბაიბა ბრაზემ
განაცხადა.„გარდა ამისა,
ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი
ყველაზე ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა,
შეკრების თავისუფლების,
აზრის გამოხატვის უფლების
და ა.შ. ასე რომ, ეროვნულ
სიაში გვყავს რამდენიმე
ქართველი მაღალჩინოსანი,
ისინი არ არიან სასურველი
სტუმრები ლატვიაში. ახლა
ჩვენ ამ საკითხს
განვიხილავთ ევროკავშირის
დონეზე და მივიღებთ
რამდენიმე
გადაწყვეტილებას, რომელიც
გულისხმობს დიპლომატიური
პასპორტების მქონე
პირებისთვის მოგზაურობის
შეზღუდვას ან სხვა
გადაწყვეტილებებს“,-
აღნიშნა ლატვიის საგარეო
უწყების
ხელმძღვანელმა.ამასთან,
მინისტრს ჰკითხეს
სანქციებთან
დაკავშირებით, რა პოზიცია
აქვთ: „როგორია თქვენი
პოზიცია სანქციებთან
დაკავშირებით, ჩვენ უკვე
ვიცით, რომ უნგრეთი
დაბლოკავს ამ
გადაწყვეტილებას“.„ჩვენი
პოზიცია, როგორც ბალტიის
ქვეყნების, ასევე
ევროკავშირის, საკმაოდ
ნათელია. ჩვენ ვდებთ დიდ
ძალისხმევას, ფინანსებს,
რესურსებს საქართველოს
ევროპულ მომავალში.
ქართველ ხალხს ყოველთვის
სურდა, ყოფილიყო ევროპელი.
ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ,
რომ ეს იცვლება
საზოგადოების
გამოკითხვებში და
კონსტიტუციის საკითხებში.
ცხადია, ხელისუფლებამ უნდა
გადაწყვიტოს, რა იქნება
შემდეგი ნაბიჯები.
მოლოდინი არის, რომ ისინი
შეასრულებენ ქართველი
ხალხის სურვილს. რაც
შეეხება ადამიანის
უფლებათა დარღვევებს და
სხვას, ამისთვის გვაქვს
ადამიანის უფლებათა
გლობალური მექანიზმი. ასე
რომ ჩვენ ამ საკითხებს
განვიხილავთ. არ მინდა,
ვიწინასწარმეტყველო,
როგორი იქნება უნგრეთის
პოზიცია“,- განაცხადა ბაიბა
ბრაზემ.ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრები დღეს
ბრიუსელში საქართველოს
საკითხზე იმსჯელებენ.