დეკემბრის თვიდან ჩვენ
ველოდებით ბიზნესგარემოს
გამოცოცხლებას და ბიზნეს
პროცესების მაქსიმალურად
გააქტიურებას, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ დღევანდელ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე
მეტი მსხვილი ბიზნესის
წარმომადგენელს.„ყველაფერი
არის ძალიან კარგად, იყო
დროებითი რყევები, მათ
შორის ეს რყევები შეეხო
ლარის კურსსაც, თუმცა ლარი
დასტაბილურდა, როგორც კი
ძალადობრივი რესურსი
ამოეწურა ოპოზიციას,
ეკონომიკური აქტივობაც
განახლდა. ყველაფერი
იქნება ძალიან კარგად,
ჩვენთვის მთავარია ყველა
თემაზე გვქონდეს
კონსულტაციები
ბიზნესთან.ხელისუფლება
მუდმივ რეჟიმში
ეფექტიანად მართავს
პროცესებს. ჩვენ გვქონდა
აქამდე 4 ასეთი მოვლენა და
ოთხივე შემთხვევაში
გვქონდა მოკლევადიანი
რყევა, თუმცა ძალიან მალე
დავუბრუნეთ ქვეყანა
განვითარების სწორ
მიმართულებას,
კონკრეტულად ბიზნესი
დავუბრუნეთ განვითარების
სწორ მიმართულებას. აქაც
მოხდება იგივე, როგორც იყო
მცირე რყევა
რამდენიმედღიანი ლარის
კურსის შემთხვევაში, ასევე
ძალიან მალე დაუბრუნდა
თავის ნიშნულს ლარის კურსი
და კიდევ უფრო
დასტაბილურდება და იგივე
ეხება ბიზნეს
აქტივობებსაც. მაშინაც იყო
მოკლევადიანი რყევები და
იმის გამო, რომ საერთო
მაკროეკონომიკური გარემო
არის ჯანსაღი, ყველაფერი
ძალიან მალე და მარტივად
უბრუნდება ხოლმე
პირვანდელ მდგომარეობას.
აქაც მოხდება ზუსტად იგივე,
უკვე დეკემბრის თვიდან
ჩვენ ველოდებით
ბიზნესგარემოს
გამოცოცხლებას და ბიზნეს
პროცესების მაქსიმალურად
გააქტიურებას“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.