ლანა გალდავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: გამარჯვების ფორმულის დასადებად, აუცილებელია დიალოგის გახსნა, თუ ეს არ შედგა, ჩვენი კოალიციის შიგნით მივიღებთ გადაწყვეტილებას

Primetime.ge 2 თვის წინ 15
ლანა გალდავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: გამარჯვების ფორმულის დასადებად, აუცილებელია დიალოგის გახსნა, თუ ეს არ შედგა, ჩვენი კოალიციის შიგნით მივიღებთ გადაწყვეტილებას
4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირების თემაა. თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე ემზადება "გახარია საქართველოსთვის" და "გირჩი".კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს ისევ მსჯელობისკენ მოუწოდებს. კოალიციის წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ თუ ეს დიალოგი არ შედგა, გადაწყვეტილებას თავად კოალიციის შიგნით მიიღებენ."ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ გამარჯვების ფორმულის დასადებად აუცილებელია დიალოგის გახსნა. თუ მათი მხრიდან იქნება უარყოფითი პასუხი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი კოალიციის შიგნით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შეჯერებული ყველა კოალიციურ პარტნიორთან," - აცხადებს ლანა გალდავა.პარალელურად, კოალიციებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "ცვლილებებისთვის", არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვთ - ისინი მონაწილეობას არ აპირებენ."რომ მოგვიწოდებენ ვიმსჯელოთ, ვისთან უნდა იმსჯელონ? ერთმანეთთან თუ იმსჯელებენ ისინი, რადგან ვისთანაც უნდა იმსჯელონ, ისინი ციხეში არიან, ნაწილი კი დაპატიმრებას ელოდება ყოველდღიურად. ამ ვითარებაში, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ არჩევნებში შესვლა არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს და დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების ღალატი," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია