ლავროვმა ომის შეწყვეტის პირობად რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება წამოაყენა

News.ge 2 თვის წინ 90
ლავროვმა ომის შეწყვეტის პირობად რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება წამოაყენა

ლავროვმა ომის შეწყვეტის პირობად სთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება წამოაყენა
კრემლი მზადაა ში ომის შეწყვეტისთვის იმ პირობით, თუ დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას გააუქმებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Newsweek–თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე ახსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ სადმი წაყენებული სხვა მოთხოვნები. კერძოდ, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა და ამ რეგიონების რუსულად აღიარება. ამასთან, პუტინმა უკრაინის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსის გამყარება მოითხოვა, ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ჩათვლით.
„კიევმა ამ განცხადებას 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეჭრით უპასუხა. მისი მფარველები – და NATO-ს სხვა წევრები – რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას ცდილობენ. ამ პირობებში არჩევანი აღარ გვრჩება, მოგვიწევს ჩვენი სპეცოპერაციის გაგრძელება, ვიდრე არ აღმოიფხვრება საფრთხეები უკრაინის მხრიდან“, – თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთისთვის „საკუთარი ხალხის და უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას ნიშნავს“. მან დაიჩივლა, რომ როგორც კი რუსეთი ყველასათვის ხელსაყრელ შეთანხმებაზე მიდის, „კიევი და მისი პატრონები უკან იხევენ“.
„მშვიდობის აღდგენა ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესებში არ შედის. ზელენსკის არ გაუუქმებია რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ საკუთარი განკარგულება. აშშ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიევს პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, რათა ომი გაგრძელდეს“, – თქვა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ლავროვის მიერ ჩამოთვლილი პირობები პირველად პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში გააჟღერა. ზელენსკიმ ეს პირობები მორიგ ულტიმატუმად აღიქვა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტს აიძულონ მოლაპარაკებებზე წასვლა, რათა ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს. საამისოდ კიევმა „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა, რაც დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდას გულისხმობს.
gbc.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია