„ქართული ოცნების“
მხარდამჭერი ღონისძიებები
მთელი ქვეყნის მასშტაბით
გრძელდება. მუსიკოსებმა
მმართველ პარტიას ნდობა
ამჯერად კახეთში,
ლაგოდეხში
გამოუცხადეს.სცენიდან თუ
სცენის მიღმა მთავარი
გზავნილი იყო - მხოლოდ
მშვიდობით, მხოლოდ
ღირსებით და მხოლოდ
კეთილდღეობით ევროპისკენ.
ქალაქის ცენტრში
შეკრებილების განწყობაზე
„რანინა“, თამუნა
ამინაშვილი, ჯგუფი „გუფი
ლენდი“ ნინუცა ბედიაშვილი
და მარიკო ებრალიძე
ზრუნავდნენ. შეკრებილი
მოსახლეობა კი აცხადებდა,
რომ „ქართული ოცნების“
პოლიტიკას სრულად
იზიარებს.