კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტის, New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

Primetime.ge 2 საათი წინ 3
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტის, New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტის, New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტს, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.New York Voices-ი ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მსმენელის წინაშე მეორედ წარდგა. კვარტეტის სოლისტები არიან: დერმონ მიდერი, პიტერ ელდრიჯი, კიმ ნაზარიანი და ლორენ კინჰანი. მათი რეპერტუარი აერთიანებს ჯაზის, ბრაზილიური, კლასიკური და პოპმუსიკის ნიმუშებს.ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, 2015 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზეა აგებული.
სრულად წაიკითხეთ სტატია