კულტურის სამინისტროს
მხარდაჭერით გამოჩენილი
მხატვრის, ირაკლი
გამრეკელის 130 წლის
იუბილესადმი მიძღვნილი
წიგნ-ალბომი და კრებული
გამოიცა. ინფორმაციას
კულტურის სამინისტრო
ავრცელებს.„რუსთაველის
ეროვნულ თეატრში გაიმართა
პრეზენტაცია კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით
გამოცემული საიუბილეო
წიგნ-ალბომისა „ირაკლი
გამრეკელი“ და მხატვრის
შემოქმედებისადმი
მიძღვნილი ნაშრომებისა და
პუბლიკაციების კრებულისა
„ირაკლი გამრეკელი.
კრებული“.პრეზენტაციაზე
გამოიფინა ირაკლი
გამრეკელის ის
ნამუშევრები, რომლებიც
რუსთაველის ეროვნული
თეატრის მუზეუმშია
დაცული.გამოჩენილი
მხატვრის, ქართული
სცენოგრაფიის ერთ-ერთი
ფუძემდებლის, ირაკლი
გამრეკელის, 130 წლის
იუბილესადმი მიძღვნილი
წიგნ-ალბომისა და კრებულის
მიზანია პროფესიული
წრეებისა და ფართო
საზოგადოებისთვის მისი
შემოქმედებითი
მემკვიდრეობის
გაცნობა.საიუბილეო
წიგნ-ალბომისა და კრებულის
გამოცემის იდეისა და
კონცეფციის ავტორია
ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი ხათუნა კიკვაძე,
ფოტოგრაფია ირინე
აბჟანდაძე, დიზაინერი -
ოლღა პირადოვა, მთარგმნელი
- ხელოვნებათმცოდნე
ვიქტორია პირადოვა,
რედაქტორი - ანანო
მირიანაშვილი. კრებული
გამოსაცემად მოამზადეს
ქეთა მამესწარაშვილმა და
ქრისტინე შუკვანმა.
წიგნები დაბეჭდა შპს
„სეზან ფაბლიშინგმა“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.