“კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული” – ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

News.ge 2 თვის წინ 35
“კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული” – ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

იტალიურ მედიაში ს შესახებ საუბრები არ წყდება. როგორც კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები აცხადებენ, “კვარას” ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნის მიზეზი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არსებული სირთულეებია.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა.
“არ ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მისი პერფორმანსები კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მიმაჩნია, რომ ეს ჭორები მასზე გავლენას არ ახდენს.
ჩემი აზრით, ხვიჩას გაუცნობიერებლად ჰგონია, რომ სკუდეტოს მოგების დროს ნაჩვენები თამაშის გამეორებას ვეღარ მოახერხებს და მისი ჩავარდნის მიზეზი ეს გახლავთ.
ვფიქრობ, “კვარას” სიმშვიდე აკლია
და ძველებურად ამიტომ ვეღარ თამაშობს. ვიმეორებ, კონტრაქტი არაფერ შუაშია”, – განაცხადა ალვინომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

სრულად წაიკითხეთ სტატია