საქართველოში 1921 წლის
სცენარი არ განმეორდა და ეს
არის საქართველოს
ხელისუფლების
დამსახურება, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.პრემიერის
თქმით, კონკრეტულმა
ძალებმა გააკეთეს
ყველაფერი, იმისათვის რომ
საქართველოში
განმეორებულიყო 1921 წლის
სცენარი.„კონკრეტულმა
ძალებმა გააკეთეს
ყველაფერი, იმისათვის რომ
საქართველოში
განმეორებულიყო 1921 წლის
სცენარი, თუმცა მთავრობა
აკეთებდა ამის
საპირისპიროდ ყველაფერს,
იმისათვის, რომ
შეგვენარჩუნებინა ჩვენს
ქვეყანაში მშვიდობა,
ქვეყნის უსაფრთხოება და ამ
ბრძოლაში ჩვენ ვიყავით
წარმატებულები,
მიუხედავად იმისა, რომ იყო
ძალიან დიდი ძალისხმევა
მიმართული საქართველოს
მეორე ფრონტის გახსნისკენ.
იყო პირდაპირი მოთხოვნები,
მოწოდებები, პირდაპირი
კოორდინაცია რადიკალურ
ოპოზიციასთან თუმცა
საქართველოში 1921 წლის
სცენარი არ განმეორდა და ეს
არის საქართველოს
ხელისუფლების
დამსახურება“, – განაცხადა
პრემიერმა.