კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშლილია - ანრი ოხანაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 83
კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშლილია - ანრი ოხანაშვილი
კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საუბრობს.საუბარია "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კვლევაზე. სახელისუფლებო გუნდში პირდპაირ ამბობენ, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 53 პროცენტი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ.ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული პირები არიან გაწევრიანებული სამოქალაქო საზოგადოებაში და ამავდროულად, იგივე პირები არიან კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წევრები."კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია. კონკრეტული პირები, ერთდროულად საქმიანობენ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და არიან გაწევრიანებული სამოქალაქო საზოგადოებაში, და ამავდროულად, იგივე პირები არიან კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წევრები. ეს ყოველგვარ ზღვარს მიღმაა. ეს კონკრეტული ორგანიზაციები გასული არიან ყოველგვარ დემოკრატიული ჩარჩოდან და პირდაპირ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დანამატები და დაჯგუფებები. ამ პარტიაში გაწევრიანებული არა ერთი პირი ცდილობს საზოგადოებას თავი წარუდგინოს როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია