კონგრესმენ ტიმ ბერშეტის
განცხადებით,
არასამთავრობო
ორგანიზაციების მეშვეობით
დაჯგუფება „თალიბანი“
ყოველკვირეულად 40 მილიონ
დოლარს იღებდა, ჯამში კი
ამერიკის შეერთებული
შტატებისგან ამ გზით 5
მილიარდი დოლარი
მიიღო.კონგრესმენი ასევე
განმარტავს, რომ
არასამთავრობოების ხელთ
არსებული მილიონობით
დოლარი, ხშირად პროექტების
განხორციელების ნაცვლად
მემარცხენე პოლიტიკოსების
გამდიდრებას
ხმარდება.„გამოვააშკარავეთ,
რომ არასამთავრობო
ორგანიზაციების მეშვეობით
„თალიბანი“ ყოველ კვირა 40
მილიონს იღებდა. გვაქვს
დოკუმენტები, საიდანაც
ჩანს, რომ „თალიბანმა“
ამერიკელი გადასახადების
გადამხდელებისგან სწორედ
ამ NGO-ების დახმარებით ჯამში
ხუთი მილიარდი დოლარი
მიიღო. ამ თანხის
მონიტორინგი არ ხდება და
ასევე იფლანგება.
მილიონობით დოლარის დიდი
ნაწილი უკან ვაშინგტონში
თაღლითური სქემით
საარჩევნო კამპანიების და
პოლიტიკოსების ჯიბეში
ბრუნდება“, - თქვა
პოლიტიკოსმა.