კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს

Primetime.ge 4 საათი წინ 7
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს.როგორც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, თანასწორი, კონკურენტული და არასათანადო გავლენებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, ანტიკორუფციულმა ბიურომ განახორციელა პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი.მომხსენებლის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს წლიური საფინანსო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ანტიკორუფციულ ბიუროში პირველად 2024 წლის იანვარში წარმოეშვათ.რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე ისაუბრა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების უზრუნველყოფის საკითხებზე.მისი თქმით, დეკლარაციის წარდგენით თანამდებობის პირი გამოხატავს თავის ანგარიშვალდებულებას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების წინაშე.მისი ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინა 6970-მა პირმა.რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა: ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციაზე; მამხილებლის დაცვის მექანიზმებზე, ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე.„2024 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ბიუროს ხედვაა, რომ ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა დაეფუძნოს არსებული მდგომარეობის და სამომავლო გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის განხორციელებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია შეფასების ცენტრალიზებული პლატფორმისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შექმნა და უწყვეტი ფუნქციონირება“, - განაცხადა მომხსენებელმა.კომიტეტებმა დადებითად შეაფასეს წარდგენილი ანგარიში.
სრულად წაიკითხეთ სტატია