“კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან ერთი თემაც რომ ამოარჩიო, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ადამიანები უმკაცრეს პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემულნი" - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 6 საათი წინ 2
“კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან ერთი თემაც რომ ამოარჩიო, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ადამიანები უმკაცრეს პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემულნი" - გიორგი ვოლსკი
საკანონმდებლო ორგანოში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს გიორგი ხოჭავა უპასუხებს, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.მმართველ პარტიაში მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ, ოპოზიცია კი მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს."ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ეს არის გლობალური საკითხი. კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან ერთი თემაც რომ ამოარჩიო, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები იქნებოდნენ უმკაცრეს პასუხისგებაში მიცემულნი... [დემოკრატიულ საზოგადოებაში] ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე სუბიექტი ვერ დარჩებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათისთვის დაიწყება.
სრულად წაიკითხეთ სტატია