მელომანებისთვის
განსაკუთრებით სასიამოვნო
სიახლეა! კიდევ უფრო
ვარსკვლავური
ზაფხულისთვის, „Starring Georgia“
ყველაზე ვარსკვლავურ
„კომბოებს“ გთავაზობთ.
„კომბო“ შეთავაზების
ფარგლებში, „Guns N' Roses-ისა“ და
„Empire Of The Sun-ის“ ბილეთებს,
ერთობლივად, ფასდაკლებით
შეიძენთ. შესაბამისად, Star
Ring-ის კატეგორიის ორივე
ბილეთში, 460 ლარის ნაცვლად, 340
ლარს გადაიხდით. ამით, „Starring
Georgia-ს“ სურს, ხელი შეუწყოს
მუსიკის მოყვარულებს,
რომელთაც ორივე კონცერტზე
დასწრება სურთ, -
ინფორმაციას „Starring Georgia“
ავრცელებს.„აღსანიშნავია,
რომ 2025 წლის 30 მაისს
საქართველოში საზაფხულო
საკონცერტო სეზონი
გრანდიოზულად გაიხსნება -
ციცინათელას პარკში 40 000
მაყურებლის წინაშე
ლეგენდარული „Guns N' Roses“
წარდგება. სანამ სცენაზე
როკის ცოცხალი ლეგენდები
გამოვლენ, ე.წ. საფორთ
ბენდის რანგში, კონცერტს
გახსნის „Rival Sons“, რომლის
ჩამოყვანაც უშუალოდ „Guns N'
Roses-ის“ მოთხოვნაა. ასეთი რამ
საქართველოში პირველად
ხდება. ასე რომ, მსმენელს 3
საათზე მეტი დროის
განმავლობაში საშუალება
ექნება, ისიამოვნოს
ერთობლივად 2 კონცერტით და
მიიღოს დაუვიწყარი
გამოცდილება.რაც შეეხება
„Empire Of The Sun-ს“, პოპულარული
ავსტრალიური ბენდის
კონცერტს 27 აგვისტოს „Black Sea
Arena-ს“ Front Stage უმნასპინძლებს. Luke
Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ
შექმნილი დუეტი პირველად 2008
წელს სადებიუტო ალბომით
-„Walking on a Dream“ - გამოჩნდა და
მსმენელთა გულები მაშინვე
დაიპყრო. კომპოზიციები:
„Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი
წარმატების მხოლოდ
საწყისი აღმოჩნდა;
თეატრალური
წარმოდგენებითა და
სხვადასხვა მუსიკალური
ჟანრის საინტერესო
შეზავებით, „Empire of the Sun“
აქტუალურობას დღემდე არ
კარგავს“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.