კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასიკა კარგად ვიცით, როცა მათ უჭირთ, აქციებზე მიმართავენ პრინციპს - ორი გვამი გვინდა - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 2
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასიკა კარგად ვიცით, როცა მათ უჭირთ, აქციებზე მიმართავენ პრინციპს - ორი გვამი გვინდა - გურამ მაჭარაშვილი
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასიკა კარგად ვიცით, როცა მათ უჭირთ, აქციებზე მიმართავენ პრინციპს – ორი გვამი გვინდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილმა აღნიშნული კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 10 დეკემბერს გავრცელებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.„მსგავსი პრევენციული განცხადება ბევრჯერ მოგვისმენია და შემდეგ ეს საკითხები მტკიცებულებებით დადასტურებულა კიდეც. საქართველოში თავიდან იყო აცილებული ტერაქტები და რადიკალური პროცესები. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კლასიკა კარგად ვიცით, როცა მათ უჭირთ, აქციებზე მიმართავენ პრინციპს – ორი გვამი გვინდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას“.უწყების მიერ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი“.
სრულად წაიკითხეთ სტატია