კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოთხად გაიყო და რა მნიშვნელობა აქვს, ნული ნულია, რამდენზეც არ უნდა გაყო და გაამრავლო, ჩამოყალიბდნენ, არჩევნები გაყალბდა თუ არა - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 3
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოთხად გაიყო და რა მნიშვნელობა აქვს, ნული ნულია, რამდენზეც არ უნდა გაყო და გაამრავლო, ჩამოყალიბდნენ, არჩევნები გაყალბდა თუ არა - გურამ მაჭარაშვილი
სალომე ზურაბიშვილს რა ესიზმრება და მის მომხრეებს ქაღალდზე რისი გადატანა მოუწევთ, ვერ გეტყვით, ეს მათი ფანტაზიის ნაყოფია, შეუძლიათ, მემუარები წერონ და შემდეგ თაობებს წააკითხონ, თუ ვინმე ასეთი ზღაპრებით დაინტერესდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, განულებულია არა მხოლოდ ზურაბიშვილი, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.„მსოფლიო დღის წესრიგი შეცვლილია და ორიენტირებულია, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ კიდევ სამი წლის წინ რასაც ვამბობდით და რასაც ხელისუფლებას ვეუბნებოდით, ამან გაამართლა, რომ საზოგადოება სწორად ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან შეიძლება დეზინფორმაცია შემოვიდეს. დონალდ ტრამპი ერთი-ერთში იმას იმეორებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას. რაც შეეხება ხაზარაძეს, შესაკრებთან გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ ფულს ეხება, მისთვის ჯამი იცვლება, რადგან მინუსი-პლიუსი მისკენ არის, სახელმწიფო ბიუჯეტსაც მილიარდნახევარს სთხოვდა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოთხად გაიყო და ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ნული ნულია, რამდენზეც არ უნდა გაყო და გაამრავლო. ჩამოყალიბდნენ, არჩევნები გაყალბდა თუ არა. თუ გაყალბდა, საიდან იციან, რომ ბარიერი ოთხმა გადალახა. თუ ამ
შედეგებს ეთანხმებიან, მაშინ რატომ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია