კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
მიხაელ როთი ღმერთმა
მშვიდობაში მოახმაროს, 2025
წელს როთი მათ პოლიტიკურ
სამარეში ჩაითრევს, რაც
კარგი იქნება, – ამის
შესახებ პარტია „ხალის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა, გურამ
მაჭარაშვილმა
განაცხადა.მაჭარაშვილს
მიხაელ როთის
საქართველოში
ჩამოსვლასთან
დაკავშირებით დაუსვეს
კითხვა.„მინდა, რაც
შეიძლება ბევრჯერ
გამოჩნდეს გათხოვილი კაცი,
მიხაელ როთი კოლექტიურ
„ნაცმოძრაობაში“.
ვეუბნებოდით, რომ ეს კაცი
ლგბტ დროშით დაამარცხებდა
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
და დაამარცხა, ვეუბნებოდით,
რომ მერე წარუმატებელი
იქნებოდა მათი ნებისმიერი
ფაფხური და წარუმატებელი
აღმოჩნდა. ეს გათხოვილი
კაცი, მიხაელ როთი
მომავალში გასამართლებულ
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
ღმერთმა მშვიდობაში
მოახმაროს. ჩვენ ვნახავთ,
რომ მიხაელ როთი კოლექტიურ
„ნაცმოძრაობას“ 2025 წელს
პოლიტიკურ სამარეში
ჩაითრევს და ეს ძალიან
კარგი იქნება“, – განაცხადა
გურამ
მაჭარაშვილმა.გერმანიის
ბუნდესტაგის საგარეო
საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე, მიხაელ როთი
საქართველოში იმყოფება.
ამის შესახებ მან სოციალურ
ქსელში დაწერა: „როგორც
იქნა, დავბრუნდი ქალაქში.
თბილისი – ევროპის
ნამდვილი დედაქალაქი“.