კობახიძე: „ჩვენ გვაქვს ეროვნული მისია, საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი“

Civil Georgia 1 კვირა წინ 4
კობახიძე: „ჩვენ გვაქვს ეროვნული მისია, საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ეროვნული მისია“, რომ საბოლოოდ დაასრულოს „ლიბერალური ფაშიზმი“. 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები „უმსგავსობის პროპაგანდის“ გავრცელებაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ დაასრულებს მათ გავლენას. მან კონკრეტულად დაასახელა ოთხი ოპოზიციური ძალა, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ასევე „მდიდარი ენჯეოები“, და განაცხადა, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „ამისათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის იმ პოლიტიკური პარტიების დასრულება, რომლებიც არიან საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები, ეს არის ცნობილი 4 პარტია, ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები“, ისინი ახორციელებენ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის პროპაგანდას, იმ უმსგავსობის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისათვის“.

მმართველი პარტიის ოფიციალური პირები და მისი დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ დაიმუქრნენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის საყრდენადაც აქციეს. 29 აპრილს სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა, რაც, მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ განხორციელდებოდა.  

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია