ევროკავშირის 8 ქვეყნის
საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეები
თბილისში იმყოფებიან,
დელეგაციას პრეზიდენტი
შეხვდა. შეხვედრების
პარალელურად აქცია
იმართება - ინიციატორი
"კოალიცია
ცვლილებებისთვის"
ახალგაზრდული
ორგანიზაციაა.ადგილზე
მისულების თქმით, მათი
მიზანია ევროპელ
პარტნიორებსაც გააგონონ
მთავარი მოთხოვნა -
ჩატარდეს ხელახალი
არჩევნები.გამოსვლას
უერთდებიან ორგანიზაცია
"დაიტოვეს"
წარმომადგენლებიც.
ორბელიანების სასახლის
მიმდებარედ აქციის
მონაწილეებთან 8 ქვეყნის
დელეგაციის წევრები
გავიდნენ და მათი
მოთხოვნები მოისმინეს.