კლიმატის ცვლილების გამო გასულ წელს ოთხმა მილიარდმა ადამიანმა დამატებით ერთი თვე გადაიტანა ექსტრემალური სიცხე – ექსპერტები

News.ge 3 დღის წინ 12
კლიმატის ცვლილების გამო გასულ წელს ოთხმა მილიარდმა ადამიანმა დამატებით ერთი თვე გადაიტანა ექსტრემალური სიცხე – ექსპერტები

ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ გასულ წელს 195 ქვეყანაში უკიდურესი სიცხის დღეების რაოდენობა, სულ მცირე, გააორმაგა
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს საშუალოდ 30 დღით დაუმატა ექსტრემალურიი სიცხე.
ეს ნიშნავს, რომ ოთხი მილიარდი ადამიანი ხანგრძლივი, სახიფათო ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. კვლევის შედეგები კი მწველი სიცხის მიზეზად წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვს ასახელებს.
კვლევა, რომელიც 2 ივნისს, სიცხესთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, World Weather Attribution-ის, Climate Central-ისა და Red Cross Climate Centre-ის ერთობლივი ატრიბუციის ანალიზის შედეგია. მკვლევრებმა 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში 247 ქვეყნისა და ტერიტორიის ტემპერატურის მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან 195-ში კლიმატის ცვლილებამ დღეების რაოდენობა კლასიფიცირებული როგორც „ექსტრემალური სიცხე“ სულ მცირე გააორმაგა.

სრულად წაიკითხეთ სტატია